მობილური
აპლიკაცია


კომპანია „მეტრო სერვის +“ ავტობუსის, მეტროსა და საბაგიროს მომხმარებელს სთავაზობს Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონებისთვის მობილურ აპლიკაციას, რომლის გამოყენება სხვადასხვა სერვისისთვის არის შესაძლებელი.


მგზავრობის დაგეგმვა

  • დაგეგმეთ საუკეთესო მარშრუტი თქვენი ადგილმდებარეობის (სმარტფონის GPS სისტემა), ქუჩის სახელის, გაჩერების სახელის, ან რუკის დახმარებით.

გაჩერებები

  • გაჩერების არჩევა შესაძლებელია ადგილმდებარეობის (სმარტფონის GPS სისტემა), ქუჩის სახელის, გაჩერების სახელის, ან რუკის დახმარებით.

ონლაინ ავტობუსი

  • შეიყვანეთ მარშრუტის ნომერი და ნახეთ თუ სად მდებარეობს ავტობუსი როგორც სიის, ასევე რუკის მეშვეობით.

  • ავტობუსების განრიგი
  • უახლოესი გაჩერების არჩევა შესაძლებელია გაჩერების სახელით ან ID ნომრით.

ბილეთის შეძენა

  • ჩარიცხეთ მობილური აპლიკაციის ელექტრონულ საფულეზე თანხა საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალის დახმარებით, შეიძინეთ ბილეთი ტრანსპორტის ტიპის მიხედვით და გამოიყენეთ იგი QR კოდის, ან NFC-ის დახმარებით.

ინფორმაცია

  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • ტარიფები
  • მეტრომანი
  • სამუშაო საათები
ბანკების ინტეგრაციის სერვისი