
2017 წლის იანვრიდან ახალი საბარათე სისტემაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტიც გადავიდა, კერძოდ, 150 ავტობუსში თანამედროვე ბარათის ვალიდატორები დამონტაჟდა. გადახდების კონტროლის მიზნით, კონტროლიორებისა და კონდუქტორებისათვის სპეციალური მოწყობილობების გადაცემა მოხდა. მოეწყო თანამედროვედ აღჭურვილი სერვის ცენტრი, სადაც ხორციელდება როგორც სტანდარტული სამგზავრო ბარათების „ბათუმი ქარდი“–ს, ასევე პერსონიფიცირებული შეღავათიანი ბარათების გაცემა, რომლებზეც დაიტანება ბენეფიციარების ფოტო სურათი.
2016 წელსვე 143 ახალ „მანი“–ს ტიპის ავტობუსში თანამედროვე ბარათების ვალიდატორების მონტაჟი მოხდა, ძველ „ბოგდან“–ის ტიპის ავტობუსებში კი, 130 ძველი სალარო აპარატი ახლით ჩაანაცვლეს.
2016 წელს მოსწავლეებისთვის უნივერსალური საბანკო ბარათი, Scool Card-ი სატრანსპორტო ფუნქციით გამოუშვეს. ამავე წელს, სატრანსპორტო ფუნქციის მქონე უნივერსალური საბანკო „სტიკეტები“ გამოუშვეს.
2012 წელს საბარათე სისტემა დაინერგა „რიყე–ნარიყალას“ საბაგიროზე, ხოლო 2016 წელს კი, განახლებულ „ვაკე–კუსტბის“ საბაგიროზე.
2011 წელს გაფორმდა 10 წლიანი ექსკლუზიური კონტრაქტი თბილისის მიკროავტობუსების მმართველ კომპანიებთან, რომლის ფარგლებში საბარათე სისტემის დანერგვა 2000–მდე მიკროავტობუსში განხორციელდა.
2011 წელს თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად განხორციელდა მგზავრთა ვაუჩერიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებში 1,5 მლნ.–მდე მგზავრს სატრანსპორტო ბარათზე 5 ლარი დაერიცხა მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის მიზნით.
2011 წელს საქართველოს ბანკმა უნივერსალური ბარათი Express Card-ი სატრანსპორტო ფუნქციით გამოუშვა. აღნიშნული ბარათის მფლობელს აღარ სჭირდება სატრანსპორტო ბარათის შევსების პროცედურა, სამგზავრო თანხა ეჭრება უკვე საბანკო ანგარიშიდან, სადაც ხდება ხელფასის ან სხვა შემოსავლების ჩარიცხვა. გარდა ამისა, Express Card-ის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს ტრანსპორტში ბონუს ქულები, რომლებიც მან სხვადასხვა სავაჭრო დაწესებულებაში დააგროვა.
2009 წელს „მეტრო სერვის +“–მა კონტრაქტი თბილისის ავტობუსებთან გააფორმა, რომლის ფარგლებში 700 ავტობუსში 1400 სალარო აპარატი და GPS/GPRS მოდული დამონტაჟდა, მონაცემთა პარალელური გადაცემის სისტემა დაინერგა. პროექტი უზრუნველყოფს ავტობუსის GPS კოორდინატების გადაცემას სატრანსპორტო კომპანიის სერვერზე.
2009 წლიდან განხორციელდა ბარათების დატენვების ქსელის განვითარება (TOP UP) დაფუძნებული სწრაფი გადახდის აპარატებში დატენვის ინოვაციურ სისტემაზე. 1500 ტერმინალი თბილისშია განთავსებული, 1300 კი, რეგიონებში.
2009 წელს „მეტრო სერვის +“–მა კომპანია „მაგთი კომთან“ პირველი სოციალური სატრანსპორტო პროექტი სტუდენტებისთვის (ბალი ბარათი) განახორციელა.
2006 წელს „მეტრო სერვის +“სა და თბილისის მეტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიზანია მგზავრობის საფასურის მოკრების და ადმინისტრირების უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში „მეტრო სერვის+“–მა თბილისის მეტროს სერვისების და ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზება განახორციელა, მათ შორის საბარათე გადახდების სისტემა დანერგა.