მეტრო სერვის +
შესახებ

ჩვენ შესახებ


კომპანია „მეტრო სერვის +“ 2006 წელს დაფუძნდა. მან პირველმა დანერგა საქართველოში მგზავრობის საფასურის საბარათე გადახდების სისტემა და უკვე 12 წელია მუნიციპალურ ტრანსპორტში, საბაგირო სისტემებში მგზავრობის საფასურის მოკრების და ადმინისტრირების სფეროში ოპერირებს. „მეტრო სერვის +“–ს გააჩნია ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში 32 სერვის ცენტრი. ყოველდღიურად 700 000–მდე მგზავრს, 1 000–მდე მუნიციპალურ ავტობუსს და 2 000–მდე მიკროავტობუს ემსახურება. კომპანიის განკარგულებაშია, საქართველოს მასშტაბით 3 000–მდე თვითმომსახურების ტერმინალი, რომელთა მეშვეობით მგზავრებს ბარათებზე თანხების დეპონირების და ჯარიმების გადახდის საშუალება ეძლევათ. კომპანიაში 240–მდე ადამიანია დასაქმებული.


2017 წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში სს „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზებზე ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა ამოქმედდება. მუნიციპალური ტრანსპორტი აღიჭურვება ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით, შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთების შეძენის ფუნქციებით. „მეტრო სერვის +“ როგორც ბანკის ქვეკონტრაქტორი კომპანია ტენდერის პირობების შესრულებაზე და შემდგომ ოპერირებაზეა პასუხისმგებელი.

ბანკების ინტეგრაციის სერვისი