ულიმიტო მგზავრობის სისტემა და აბონემენტის პაკეტები

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას დაემატა აბონემენტის ტიპის ბარათი, რომლის შეძენა შესაძლებელია „მეტრო სერვის პლიუსი“-ს მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს სერვის ცენტრებში. ბარათის ღირებულებაა 2 ლარი.

აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ წერტილებში:

·         თბილისის მეტრო

·         თბილისის ავტობუსი

·         თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი

·         უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა

აბონემენტის პაკეტებია:

·         1 დღიანი – 3 ლარი

·         1 კვირიანი – 20 ლარი

·         1 თვიანი – 40 ლარი

·         3 თვიანი – 100 ლარი

·         6 თვიანი – 150 ლარი

·         1 წლიანი – 250 ლარი

სასურველი პაკეტის შეძენა შესაძლებელია „მეტრო სერვის პლიუსი“-ს მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკი“-ს თვითმომსახურების ტერმინალის საშუალებით;

ბარათი არის უვადო და სასურველი პაკეტის გააქტიურება მრავალჯერადად არის შესაძლებელი;

აბონემენტით სარგებლობის დღიური ლიმიტია 20 გასვლა;

შეზღუდულია აბონემენტის იგივე ტრანსპორტში განმეორებით გამოყენება გადახდიდან 15 წუთის განმავლობაში.