გაცნობებთ, რომ 2018 წლის 15 ოქტომბრიდან, საქართველოს ბანკის პარტნიორი ქართული ბანკების მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ გადაიხადონ მგზავრობის საფასური ქ. თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსი, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა – „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“) უკონტაქტო VISA/MASTERCARD ბარათების მეშვეობით, საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული გადახდის ოპერაციის საფასურის გარეშე.
თუ თქვენ ვერ გადაიხდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს უკონტაქტო VISA/MASTERCARD ბარათის მეშვეობით ან თითოეული გადახდისას, დამატებით მოგიწევთ საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული გადახდის ოპერაციის საფასურის გადახდა (0.50 ლარის ოდენობით), გთხოვთ, მიმართოთ თქვენს მომსახურე ბანკს.
მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.