შეღავათიანი და უფასო მგზავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში

მუნიციპალურ ტრანსპორტში, „მეტრო სერვის +“–ის მიერ დანერგილი მგზავრობის საფასურის გადახდის თანამედროვე სერვისით სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც სარგებლობენ.

უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ახალგაზრდებისთვის მგზავრობის სპეციალური, 20–თეთრიანი ტარიფი მოქმედებს. „სტუდენტური ბარათის“ აღების პროცედურაც მარტივია. ამისთვის საჭიროა დედაქალაქში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა მიმართოს „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სკოლის მოსწავლეებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა კი, უფასოა. ბარათზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ ბარათით ისარგებლონ სკოლის სასადილოშიც. ამავე ბარათის მფლობელი, შეღავათიანი ფასით ისარგებლებს სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის წიგნის მაღაზიებში. ბარათის აღება მშობელს ან უფლებამოსილ პირს შეუძლია „საქართველოს ბანკის“ სერვის–ცენტრებში.

დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით სტუდენტებისთვის შეღავათიანი, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო მგზავრობას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს.

 

ბანკების ინტეგრაციის სერვისი