ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ახალი საბარათე სისტემა „მს +“–მა დანერგა

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში, ახალი საბარათე სისტემა „მეტრო სერვის +“–მა 2017 წლის 20 იანვარს დანერგა. პროექტის ფარგლებში თანამედროვე ბარათის ვალიდატორების მონტაჟი 150 ავტობუსში განხორციელდა, ხოლო გადახდების კონტროლის მიზნით, კონტროლიორებისა და კონდუქტორებისათვის სპეციალური მოწყობილობების გადაცემა მოხდა.

მოეწყო თანამედროვედ აღჭურვილი სერვის ცენტრი, სადაც ხორციელდება როგორც სტანდარტული სამგზავრო ბარათების „ბათუმი ქარდი“ -ს, ასევე პერსონიფიცირებული შეღავათიანი ბარათების გაცემა, რომლებზეც დაიტანება ბენეფიციარის ფოტო სურათი.

ბოლო მონაცემებით გაცემულია 8 000-მდე „ბათუმი ქარდი“ და 16 000-მდე შეღავათიანი ბარათი. ბათუმის „მეტრო სერვის +“–ის ცენტრი ასევე უზრუნველყოფს პრობლემური ბარათების მომსახურებას.

სერვის ცენტრი მდებარეობს მისამართზე: ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის №55.

 

ბანკების ინტეგრაციის სერვისი