თბილისის რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა

თბილისის რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 2012 წლის 11 ივნისს გაიხსნა. მგზავრობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათი „მეტრომანი“-თ არის შესაძლებელი, რომელიც კომპანია „მეტრო სერვის +“-მა დანერგა პირველმა საქართველოში, როგორც მგზავრობის ღირებულების მოკრების უახლესი სისტემა. მგზავრობის ღირებულება 2,5 ლარია. მგზავრობის საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათებით.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ზამთრის თვეებში 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ზაფხულის თვეებში 10:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს. წრეზე მოძრაობს 7 გონდოლა, ხოლო თითოეული კი 8 ადამიანს იტევს. 2017 წელს საბაგირო 1 599 869 ადამიანს მოემსახურა.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა გახსნის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შორის. თბილისის წარმტაცი, ულამაზესი ხედები, რომელიც ამსვლელი და ჩამომსვლელი გონდოლებიდან იშლება გულგრილს ვერავის ტოვებს. რიყის პარკი, ნარიყალას ციხე, წმ. ნიკოლოზის ტაძარი, ბოტანიკური ბაღი, ქართლის დედა, საფეხმავლო ბილიკი, რომელიც საბაგიროს ზედა სადგურიდან ერეკლეს II-ს მოედნამდე ჩამოდის და შესაბამისად ზემოთ, საბაგიროსთან ამოდის, ტურისტებისა და თბილისელების საყვარელი ადგილებია.

 

ბანკების ინტეგრაციის სერვისი