მეტროსადგურ „ვაჟა–ფშაველაზე“ ახალი ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა

მეტროსადგურ „ვაჟა–ფშაველაზე“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები 2017 წლის 31 ოქტომბერს დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას აძლევს.
თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები უსაფრთხოების სტანდარტითა და მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. ტურნიკეტები ორმხრივია დასაჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გაატაროს მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერებით არის აღჭურვილი, რას მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და დამატებით კომფორტს უქმნის მგზავრებსა და მომსახურე პერსონალს. აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანებებისგან. თანამდეროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მეტროს მთელ სისტემაში დამონტაჟდება და ამასთან ერთად ავტობუსებით და საბაგიროთი მგზავრობის გადახდის ახალი სისტემა დაინერგება.
ახალი აპარატების მუშაობას დედაქალაქის ხელმძღვანელობა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, „ექსპრეს ტექნოლოგიების“ გენერალური დირექტორი ირაკლი კოდუა და „მეტრო სერვის +“–ის დირექტორი დავით ლიპარტელიანი გაეცნენ.

 

ბანკების ინტეგრაციის სერვისი