კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა

თბილისის სატრანსპორტო სისტემას ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა აქვს. საბაგირო სადგური 2016 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა. საბაგირო მგზავრობის ღირებულება 1 ლარია. საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათებით „მეტრომანი“-თ არის შესაძლებელი, რომელიც კომპანია „მეტრო სერვის +“-მა დანერგა პირველმა საქართველოში, როგორც მგზავრობის საფასურის მოკრების უახლესი სისტემა. მგზავრობის ღირებულების გადახდა ასევე შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათებით.

განახლებული ტრანსპორტი შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული. თითო ჯერზე 10-12 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი მთლიანობაში კი, მის გამოყენებას ყოველდღიურად 2 000-მდე ადამიანი შეძლებს.

მსურველებს ტრანსპორტი ზამთრის პერიოდში 08:00-დან 22:00 საათამდე, ზაფხულში კი 08:00-დან 24:00 საათამდე ემსახურება.

საინტერესოა, რომ საბაგიროს ორიგინალი, 1965 წლის დიზაინი შეუნარჩუნდა. ასე, რომ კომფორტული და სასიამოვნო მგზავრობისასა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებსაც გაიხსენებთ.

 

ბანკების ინტეგრაციის სერვისი